2015-04-09 10:14:31, 682 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.
სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეებს ჯვარცმის შესახებ აუწყა, სიმდაბლის ნიშნად მათ ფეხი დაბანა და ზიარების საიდუმლო დააწესა.
დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვის დასრულების შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ფეხთ ბანვის რიტუალში, რომლის დროსაც 12 მღვდელთმსახურს ფეხს დაბანს, სახარების მიხედვით, ისევე როგორც იესო ქრისტემ სიმდაბლის ნიშნად დაბანა ფეხები თავის მოწაფეებს.
ილია მეორე საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართავს.
დიდ ხუთშაბათს მორწმუნეები განსაკუთრებით ცდილობენ ეზიარონ, რადგან ამ დღეს ქრისტემ პირველად აზიარა თავისი მოწაფეები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან