14:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 00:24:42, 1120 ნახვა

სამხედრო
საქართველომ ნატო-ში 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა. 

ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აღნიშნეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია. ალიანსი მიესალმა მართლმსაჯულების, თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით გაგრძელების მნიშვნლელობა. 

მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების დღის წესრიგს.

ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ ასევე აღნიშნეს ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს აქტიური მონაწილეობა.მოკავშირეები ასევე მიესალმნენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსში მიმდინარე დიალოგში.

ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა.

საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს. 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა 17 მარტს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics