10:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 12:51:09, 2165 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გახარია: რუსეთის გაზის მოწოდების შესახებ კონტრაქტზე საუბარი არაა

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ „გაზპრომთან“ დაკავშირებით  საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში გაზის პორტფელი არ დარღვეულა.

მისივე განმარტებით, საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვის არა ვალდებულება, არამედ ამის მხოლოდ შესაძლებლობა აქვს.

„საქართველოს ენერგეტიკული გაზის მიმართებაში ბალანსი არ დარღვეულა. მიწოდებით პორტფელი როგორიც იყო ისეთი შენარჩუნდა, უფრო მეტიც,  იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტის საფასურად პროცენტის აღების შემთხვევაში, ჩვენ 200 მილიონ რაღაც გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ. იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის და სოკარის მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება. არ გაქვს ვალდებულება რუსეთიდან ვიყიდოთ გაზი. გვაქვს მხოლოდ ამის შესაძლებლობა“,-აღნიშნა გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics