19:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 17:43:13, 737 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებას აგრძელებს

იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის  საჯარო ლექციების ჩატარებას აგრძელებს.  ღონისძიება   საქართველოს 11 წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან  გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

საჯარო ლექციის მიზანს, იურიდიული განათლების ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ  როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.

საჯარო ლექციაზე დამსწრე სტუდენტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ დანერგა სიახლე, რომლის ფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე -  www. hsoj.ge და Facebook გვერდზე ლექციების ტრანსლირება ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.

ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 20 მარტს 15:30 საათზე, მართლმსაჯულების სახლში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ბატონი ზაზა მეიშვილი, იურიდიული ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გამართავს საჯარო ლექციას  თემაზე - „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.“

საჯარო ლექციას დაესწრებიან:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერისტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics