2016-08-20 10:37:59, 1779 ნახვა
მსოფლიო
Fitch-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურ
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურ "BBB-"-მდე დაწია, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა ადასტურებს მზარდ რისკებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით არსებობს.
სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დიდ გავლენას მოახდენს.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახა, რამაც მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ტურისტული ნაკადის 41%-ით შემცირება გამოიწვია.
Fitch-ის ინფორმაციით, რეიტინგის აწევა შესაძლებელი იქნება თურქეთში პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის შემთხვევაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან