2016-08-18 19:28:48, 1740 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 220-ზე მეტი ადამიანი
თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამი აფეთება მოხდა.
ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებულ თავდასხმებს სულ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 220-ს აღემატება.
ყველაზე ძლიერი აფეთქება ქალაქ ელაზიგში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც დაირუპა სამი და დაშავდა 210 ადამიანი.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ აფეთქებები “ქაურთისტანის მუშათა პარტიის” მიერ იყო ორგანიზებული.
ცნობისთვის, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება გასული წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც ხელისუფლებასა და ქურთ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან