2016-07-30 13:48:17, 1765 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
ბელგიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, სამართალდამცველებმა 33 წლის დურედინი და მისი ძმა, ჰამზა ქალაქ ლიჟეში დააკავეს.
მათი სახლის ჩხრეკისას იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობები სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს.
ცნობისთვის, ბელგიაში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება მას შემდეგ, რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბრიუსელში 2 ტერაქტი მოაწყო, რასაც 32 ადამიანი ემსხვერპლა.
აღნიშნულ ტერაქტთან ეჭვმიტანილი ძმების კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის.
მედიის ცნობით, დღეს სასამართლო დაკავებულთა წინასწარი პატიმრობის საკითხზ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან