2016-07-25 18:18:00, 1746 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ სირიელი თვითმკვლელის მობილურსა ექსტრემისტული შინაარსის ვიდეომასალა აღმოაჩინა
გერმანიის ქალაქ ანსბახში თავდასმხაში მონაწილე სირიელი თვითმკვლელის მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერში ექსტრემისტული შინაარსის ვიდეომასალა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC ბავარიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ცხედართან აღმოჩენილია ორი ტელეფონი, მრავალი სიმ-ბარათი და კომპიუტერი. მინისტრი ვარაუდობს, რომ თავდასხმა ისლამისტებთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ 27წლის სირიელმა მიგრანტმა ანსბახში, ბარის შესასვლელთან 24 ივლისის საღამოს აიფეთქა თავი. თავდასხმის შედეგად დაიღუპა თავად თავდამსხმელი და 12 ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან