2016-07-21 10:01:27, 1721 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ საინფორმაციო საგენტო Anadolu იტყობინება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში "ტერორისტული ელემენტები" მონაწილეობდა, რომელთა სრულად განეიტრალება უნდა მოხდეს.
საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა 3 თვით გამოაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების დასაცავად გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან