14:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 14:18:11, 452 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად თანხის ათვისება დაწყებული არ არის

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად  თანხის ათვისება დაწყებული არ არის“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრამა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირას ის რეგიონის საკრებულოების წარმომადგენლებთან და გამგებლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ  რეგიონებში განსახირციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს,  რეალურად ხარჯვა დაწყებული არ არის. უკვე 82 მილიონზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ათვისება ჯერ-ჯერობით არ ხდება. როგრც ჩანს იქ ცოტა ბიუროკრატიული მექანიზმია.  ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავთ საკრებულოებთან და გამგებლებთან შეხვედრას და გვინდა ეს საკითხები დეტალურად გავიაროთ. ამასთან შესაძლებელია გუბერნატორების უფრო მეტი აქტიურობა“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით,  მთავრობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დღეს თანხებს კიდევ გამოყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics