2016-07-16 18:16:14, 1761 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა
თურქეთში შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს.
მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 100-ზე მეტი მეამბოხე სამხედროა. დაშავებულია 1 440 ადამიანი.
ცნობისთვის, სამხედრო გადატრიალება თურქეთში გუშინ დაიწყო. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. სროლის ხმა ორივე ქალაქში ამ დრომდე ისმის.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან