2016-07-16 03:15:11, 1655 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში შეტაკებების შედეგად 17 პოლიციელი დაიღუპა
თურქეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან