2016-07-15 03:01:51, 1500 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში ადგილობრივი პოლიცია მომხდართან დაკავშირებით სპეცოპერაციას ატარებს
ნიცაში ადგილობრივი პოლიცია მომხდართან დაკავშირებით სპეცოპერაციას ატარებს. მომხდარი ტერაქტის ადგილზე უკვე გამოცხადდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი.
ცნობისთვის, ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ და გარეთ ფოიერვერკების შოუს სანახავად იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. შემთხვევას ბოლო მონაცემებით 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი.
სატვირთოს მძღოლი ამ დროისთვის ლივკიდირებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან