11:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 16:27:05, 699 ნახვა

სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, გენერალურმა შტაბისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გენერალური შტაბის გუნდში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იასპარეზა.

ათმა გუნდმა ოლიმპიური სისტემით ითამაშა, რის შემდეგაც მათგან სამი საუკეთესო გამოვლინდა. პირველ ადგილისთვის ბრძოლაში გენერალური შტაბის გუნდმა ხონის II საარტილერიო ბრიგადის გუნდი ანგარიშით, 40 – 36 დაამარცხა. მესამე ადგილის მფლობელი ქუთაისის III ქვეითი ბრიგადა გახდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს შესაბამისი მედლები გადაეცათ, ხოლო, პირველ ადგილზე გასულმა გენერალური შტაბის გუნდმა მედლებთან ერთად სპეციალური თასიც მოიპოვა.

საკალათბურთო ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზ „ორბში“ ჩატარდა. სპორტულ შეჯიბრებას ორგანიზება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველომ გაუწია.

(ns)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics