17:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-06 14:48:29, 596 ნახვა

პოლიტიკა
კადიროვმა ჩეჩნეთის ვიცეპრემიერად საკუთარი 20 წლის ვაჟი დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ რესპუბლიკის მოქმედ ვიცეპრემიერად საკუთარი 20 წლის ვაჟი, ახმატ კადიროვი დანიშნა.

ამავე დროს, ახმატ კადიროვი შეინარჩუნებს ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს, რომელსაც 2024 წლიდან იკავებს. გარდა ამისა, ის 2024 წლის შემდეგ რეგიონული ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც არის.

კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოქმედ ვიცეპრემიერად დანიშნა ახმედ დუდაევი- ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი.

ცნობისთვის, ახმატ კადიროვის დაწინაურება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რამზან კადიროვმა ოჯახის წევრი მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნა.

მისი უმცროსი ვაჟი, 18 წლის ადამ კადიროვი, ბოლო ორი წლის განმავლობაში შვიდ ოფიციალურ პოზიციას იკავებდა. 2023 წელს ის მამის პირადი დაცვის ხელმძღვანელად დაინიშნა, იმავე წელს კი ფართო კრიტიკის ობიექტი გახდა არასრულწლოვან პატიმარზე ძალადობის გამო, რომელიც ყურანის დაწვის ბრალდებით იყო დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics