02:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 11:55:14, 1011 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, დიარბაკირის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას სამი სამხედრო პირი შეეწირა

თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავდასხმას 3 სამხედრო პირი შეეწირა, 24 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება თურქულ სამხედრო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმა სამხედრო პოსტზე მოხდა. იგი დიარბაკირის პროვინციაში საქალაქთაშორისო გზატკეცილზე თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთისნაწილში მდებარეობს. თავდასხმა დანაღმული ავტომანქანით განხორციელდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავდასხმებს 300-ზე მეტი სამხედრო პირი შეეწირა. ცნობისთის, ქურთისტანის მუშათა პარტია აშშ-ში და ევროპაში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics