20:40 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 15:24:07, 1411 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პოლონეთის პრეზიდენტს ჯილდო უკრაინულ-პოლონური საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის გადაეცა.

ანდჟეი დუდა კიევში 28 ივნისს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

აღნიშნული ვიზიტი დუდასთვის პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ბოლო იქნება, რადგან მისი საპრეზიდენტო ვადა 2 ივლისს იწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics