10:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 18:23:02, 751 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვი - ბათუმის რეისზე თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოსძვრა

ლაინერს Superjet-100-ს, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა აფრენისას მარჯვენა ძრავის ხუფი მოსძვრა. რუსული მედიის, მათ შორის ტელეგრამის არხის 112-ის ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

იუწყებიან, რომ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც "ლურჯი" კოდი გამოცხადდა - საავიაციო შემთხვევა ჰაერში, რასაც ავარიული დაშვება მოჰყვა.

„თვითმფრინავი, რომელმაც საწვავი მოსაცდელ ზონაში ამოწურა, განგაშის ამოქმედებიდან ერთი საათის შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა და დამოუკიდებლად გაემართა ავტოსადგომზე. ძრავის ხუფის ფრაგმენტებს ასაფრენ ბილიკზე მიაგნეს “, - წერს გამოცემა "Авиаторщина"

მოგვიანებით მოსკოვი-ბათუმის რეისი სხვა თვითმფრინავით შესრულდა.

რამდენიმე დღის წინ კი ავიაკომპანია "აზიმუტის" რეისი, თითქმის ერთი დღე-ღამის დაგვიანებით შესრულდა, თბილისში გამოფრენა მოსკოვის დროით 11 ივნისს 23:45 წუთზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმეჯერ გადაიდო. ტელეგრამის არხის Baza-ს თანახმად, შემდგომში აეროპორტის მუშაობა შეიზღუდა უსაფრთხოების გამო.

"მგზავრები უკვე ისხდნენ თვითმფრინავში, აფრინდა კიდეც, თუმცა ყოველ ჯერზე დაშვებას აიძულებდნენ, საბოლოოდ მგზავრებმა თვითმფრინავის დატოვებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ისინი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს, ამის შემდეგ მგზავრთა ნაწილი საქართველოში სხვა ავიაკომპანიის რეისებით გაემგზავრა", - წერს რუსული მედია.

მანამდე არაერთხელ გავრცლედა ინფორმაცია რუსული ავიკომოპანიების ტექნიკური პრობლემების შესახებ, მათ შორის იმ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით,რომლებიც საქართველოში დაფრინავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics