10:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 16:57:02, 651 ნახვა

მსოფლიო
ბენიამიმ ნეთანიაჰუ - ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს

ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს - განსხვავებით ირანის კრიმინალური რეჟიმისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, ისრაელი მისი მიზნის მიღწევის გზაზეა, რომელიც ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეების განადგურებას ითვალისწინებს.

„როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვურტყამთ ამ სამიზნეებს, რეჟიმის სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესხმის თავს და ბავშვებისა და ქალების მოსაკლავად მოდის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი, ირანისგან განსხვავებით, თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვეუბნებით თეირანის მოქალაქეებს: ევაკუაცია მოახდინეთ და ჩვენ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics