10:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 11:56:18, 610 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის მმართველი პარტია - უმკაცრესად ვგმობთ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ უკანონო თავდასხმას

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი, ომერ ჩელიკი მკაცრად გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო თავდასხმა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმურობა და გამართლება არ გააჩნია, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„უმკაცრესად ვგმობთ ამ უკანონო თავდასხმას. ისრაელის თავდასხმას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმურობა ან გამართლება. ეს ბარბაროსული აგრესიაა“, - განაცხადა ჩელიკმა.

მისი თქმით, მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაფრთხილებებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების შედეგების შესახებ.

„მთელმა მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენი პრეზიდენტის გაფრთხილებებს ნეთანიაჰუს მთავრობის გენოციდური ქმედებების შედეგების შესახებ“, - აღნიშნა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელის მიერ თავდასხმის იმ დროს განხორციელებამ, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისრაელი მტრულად არის განწყობილი ყველა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.

ომერ ჩელიკის თქმით, ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მთელმა მსოფლიომ მის წინააღმდეგ საერთო კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს“, - განაცხადა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics