23:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 19:30:01, 1238 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობის გამო, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიის გამო“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა.

ეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სესხის ფარგლებში გადაცემული მეორე ტრანშია. 752 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის პირველი ტრანში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 6 მარტს გადასცა, ხოლო დარჩენილი თანხების გადაცემა 2026 წელს იგეგმება.

შეგახსენებთ, 2024 წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინას თანხებს ფორმალურად სესხის სახით გამოუყოფენ, თუმცა კრედიტის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics