15:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 10:40:34, 813 ნახვა

საზოგადოება
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტი არაორგანიზებულობის გამო, შშმ პირებმა დატოვეს

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში გუშინ კონცერტი გაიმართა. ორგანიზატორი სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი“ იყო. 

კონცერტმა მონაწილეების დამსახურებით კარგად ჩაიარა. თუმცა საზოგადოების უკმაყოფილება მისმა არაორგანიზებულობამ გამოიწვია. 

სპორტის სასახლესთან კონცერტზე დასწრების მსურველები  17:30 საათიდან მივიდნენ, თუმცა მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში წვიმაში მოუწიათ დგომა. 

ამასთან, დარბაზში შესასვლელად რამდენიმე კარის ნაცვლად, მხოლოდ ერთი გაიღო. 

 „არ შეიძლება ასეთი ზედახორა იყოს. გული მწყდება ძალიან, ვხედავ საუკეთესო ხალხს, ნაღებ საზოგადოებას. 3 000 კაცი წვიმაში დააყენო, არ არის ეს სწორი, მეტი ორგანიზებულობა იყო საჭირო. თუმცა პაატა ბურჭულაძის პატივისცემის გამო, ამას ავიტანთ“, – ამბობს რუსუდან ტყემალაძე. 

კონცერტი პროტესტის ნიშნად შშმ პირებმა დატოვეს, რადგან მათთვის პანდუსები არ იყო მოწყობილი. 
არაორგანიზებულობის გამო, საიუბილეო  კონცერტი დაახლოებით,40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

სცენაზე, „არტპალასის“ პრეზიდენტმა  გია ანდღულაძემ მაყურებელს შენობაში შესვლის შეფერხების გამო, ბოდიში მოუხადა, თუმცა ამას მათი მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.  ანდღულაძე იძულებული გახდა, ბოდიში კიდევ რამოდენიმეჯერ მოეხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics