17:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 15:50:14, 1046 ნახვა

მსოფლიო
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სიარიაში რუსეთის საჰაერო ძალების მიერ 10 ადამიანი დაიღუპა და ჰოსპიტალი განადგურდა

სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ჰოსპიტალი, რომელთანაც ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" თანამშრომლობდა, ავიაიერიშის შედეგად განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC იუწყება, ავიაიერიშის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. თუმცა, როგორც მონიტორინგის ერთ-ერთმა ჯგუფმა განაცხადა, პასუხისმგებელი რუსული საჰაერო ძალებია.

აღსანიშნავია, რომ იერიშები საავადმყოფოზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც რუსეთი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხდნენ.

ცნობისთვის, სირიაში ხუთწლიან ომს ამ დრომდე 250 000 ადამიანი შეეწირა. 11 მილიონზე მეტი მოქალაქე კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

პარალელურად, სირიის ჩრდილოეთში თურქეთი ქურთ მებრძოლებზე სარაკეტო იერიშებს უკვე მეორე დღეა განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics