11:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 12:35:57, 726 ნახვა

რეგიონი
ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვის ინიციატივის ფარგლებში, მეან-გინეკოლოგებთან შეხვედრა გაიმართა

ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვის ინიციატივის ფარგლებში, მეან-გინეკოლოგებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და პროგრამის კოორდინატორები ესწრებოდნენ.

"მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული სერვისების შესახებ, როგორიცაა ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულება, ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომა - ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია:

  • ▪ ელექტრონული ჯანდაცვის მომსახურებათა გაფართოება, ონლაინ სპეციალისტთა „ქსელის“ შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს სოფლის/მუნიციპალიტეტის დონეზე ანტენეტალური მეთვალყურეობის მიმართულებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით ტელეკონსულტაცია გაუწიონ ორსულობის რთული შემთხვევების მქონე პაციენტებს, სამედიცინო მომსახურების ოპტიმიზაციისა და არასაჭირო პროცედურებისა და რისკების შემცირების მიზნით.
  • ▪ ელექტრონული აპლიკაციის დანერგვა, განსაკუთრებით სოფლის ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.
  • ▪ ონლაინ რეგისტრაციის მოდულის დანერგვა, რომელიც წარმოადგენს ანტენატალური მეთვალყურეობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემას.
  • ▪ ორსულთათვის ელექტრონული წიგნის შემუშავება და პოპულარიზაცია, ორსულობის მიმდინარეობის, შესაძლო გართულებებისა და ახალშობილთა მოვლის შესახებ.
  • ▪ აჭარაში სამშობიარო სახლების/განყოფილებების ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლებისთვის სტანდარტიზებული ელექტრონული მოდულების დანერგვა.
  • ▪ პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობების კვლევა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მათ შორის პროექტებისა, რომლებიც ემსახურება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე დაფუძნებულ და ხარისხიან მომსახურებებზე შშმ ქალთა წვდომის ხელშეწყობას.

პროგრამა ერთობლივად ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics