10:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 18:35:39, 1591 ნახვა

რეგიონი
შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქით დაზარალებულ 42 ოჯახს დაეხმარება. საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. 

,,კომისიის წევრებთან ერთად განვიხილეთ ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაცია უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 42 ოჯახი მიიღებს, რისთვისაც რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 463 350 ლარი'' - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ:

  •  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული - 1 ოჯახი;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული - 6 ოჯახი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული - 20 ოჯახი;
  •  ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარარლებული - 6 ოჯახი;
  •  შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული - 6 ოჯახი;
  •  ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული - 3 ოჯახი.

2022 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან დღემდე, 153 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით გამოეყო   1 837 769 ლარი. აქედან: ხანძრით დაზარალებულ 43 ოჯახს, სტიქიით დაზარალებულ 110 ოჯახს, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა, მშენებლობას ან რეაბილიტაციას.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics