07:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 19:58:46, 526 ნახვა

სამართალი
სერგო რატიანი: იძებნება უჩა ნანუაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის სერგო რატიანის განცხადებით, 3 დღეა სახალხო დამცველს ვერ უკავშირდებიან.  

რატიანის თქმით, უგულავასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ბოლო დროინდელი მოქმედებებით,  სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და სახალხო დამცველმა ამ ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

„უჩა ნანუაშვილს უკვე სამი დღეა ვერ ვუკავშირდებით. უცნაური სიტუაციაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, როდესაც სახელწმიფომ ფაქტობრივად ჩაიდინა დანაშაული, ამ დროს სახალხო დამცველი გამქრალია.  იძებნება უჩა ნანუაშვილი.  ვისაც მიუწვდება ხმა, უთხრას, რომ გამოგვეხმაუროს და გააკეთოს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რატიანმა.

ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას მიმართ განაჩენს მოსამართლე 22:00 საათზე გამოაცხადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics