2020-05-04 12:19:37, 21121 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - კლინიკიდან ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის ბავშვი, გამოჯანმრთელებული გაეწერა
კლინიკიდან ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის ბავშვი, გამოჯანმრთელებული გაეწერა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათი განმავლობაში, კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
„დღეს კლინიკიდან ეწერება 5 პაციენტი. 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული შემთხვევა. გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენთან 24 დღის განმავლობაში იწვა. ორჯერადად, პროტოკოლის მიხედვით, გამოვლინდა უარყოფითი შედეგი და რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან