12:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 12:09:48, 1175 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წვრთნები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ფედერაციის ტელეკომპანია Звезда ავრცელებს.

არხის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო მანევრები სომხეთსა და ყირიმსაც მოიცავს. მასში დაახლოებით ცხრა ათასამდე სამხედრო და სამი ათასამდე სარაკეტო- საარტილერიო დანადგარია ჩართული. წვრთნები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი საბოლოო ეტაპი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან სროლებს ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics