13:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 13:54:13, 1552 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიკარაძე - პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, მკურნალობას სახლში გაივლიან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები მკურნალობის კურსს სახლში გაივლიან.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინელი ექიმების სტატისტიკაზე დაყრდნობით იქნა მიღებული.

„კომუნიკაციის პირველივე დღიდან, ვგულისხმობ იანვარს, როდესაც "კოვიდი" ზოგადად დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში.

მათი პირველადი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება სატელეფონო ზარით, დღესდღეობით გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ ზარები და დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა, რაშიც ვგულისხმობ, თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმტპომი, ექიმი სპეციალისტი მას აძლევს რეკომენდაციას დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის სუსტის აკრეფის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს პაციენტის სტაციონარშის გადაყვანა, თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება სტაციონარში, რაც მოხდება ექიმთან კომუნიკაციის შემდეგ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics