|
2026-03-27 13:10:06, 1880 ნახვა
ეკონომიკა
მაღაზიათა ქსელი ალტა მომხმარებლებისთვის ნაკლოვანი ნივთების მიყიდვის გამო დააჯარიმეს
მაღაზიათა ქსელი "ალტა" მომხმარებლებისთვის ნაკლოვანი ნივთების მიყიდვის გამო დააჯარიმეს - როგორც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო იუწყება, მათ შპს „ალტა რითეილის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინეს. GCCA-ს თანახმად, სააგენტოს მიმართა არაერთმა მომხმარებელმა „ალტაში“ შეძენილი ნაკლოვანი ნივთის თაობაზე, რა შემთხვევებშიც მოვაჭრე მათ პრეტენზიას არ იზიარებდა. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ დაათვალიერა და შეაფასა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის რეალური ფაქტობრივი მდგომარეობა, რის საფუძველზეც GCCA-ის მიერ არ იქნა გაზიარებული მოვაჭრის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნივთს ნაკლი არ აღენიშნებოდა. ამასთან, GCCA-ს ცნობით, გადაწყვეტილების ფარგლებში განხილულ კიდევ ერთ შემთხვევაში, მომხმარებელმა წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა. მომხმარებლისა და მოვაჭრის მიერ წარმოდგენილ დასკვნათა ურთიერთანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოვაჭრის „სერვის ცენტრის“ მიერ გამოყენებული სადიაგნოსტიკო საშუალებები რეალურად ვერ უზრუნველყოფდნენ ნივთის ნაკლის იდენტიფიცირებას, რაც მომხმარებელს უზღუდავდა კანონისმიერი გარანტიის ფარგლებში მომსახურების მიღებას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)