13:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 21:53:36, 32825 ნახვა

კულტურა
მესტიაში „სვანეთობის" დღესასწაულს დავით ვერავა დაესწრო

დღეს „სვანეთობაა", დღესასწაული მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე იმართება. დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან, წარმოდგენილია ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური კულინარია.

პარალელურად მიმდინარეობს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილეებთან, მესტიის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრება.

დღესვე გაიმართა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. სახელმწიფო რწმუნებულმა და მესტის მერმა აღნიშნული წოდება, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს ლუხუმ ჩხვიმიანს გადასცეს.

„სვანეთობის" ფარგლებში დღესვე სტარტს აიღებს მესტიის საერთაშორისო მთის ფილმების ფესტივალი, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„სვანეთობა" ყოველწლიურად, კვირიკობის დღესასწაულის მეორე დღეს იმართება, ის სვანური ტრადიციების, კულტურის, ფოლკლორის, რეწვისა და ადგილობრივი კულინარიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics