15:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 13:05:28, 893 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ტაავი რიივასს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის  ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა და ტაავი რიივასმა ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივაზეც გაამახვილა.

შეხვედრისას საუბარი რეგიონში, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და  უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს უელსის სამიტზე მიღებული სპეციალური პაკეტის მხარდაჭერისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics