22:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 16:45:58, 1154 ნახვა

რეგიონი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში დონაციის აქცია ჩატარდა

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში დღეს უანგარო დონაციის აქცია „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ ჩატარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უანგარო დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტების გამგეობების, გამგეობებს დაქვემდებარებული სამსახურების, საკრებულოების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე გაეცნენ.

სისხლი შპს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის შეგროვდა, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. ბავშვებს ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები (ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა, თრომბოციტული მასა, თრომბოკონცენტრატი და სხვა).

აქციის ფარგლებში ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდა შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, აივ ინფექცია და სიფილისი.

უანგარო დონაციის აქციას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics