15:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 16:35:20, 748 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულმა ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტთა დღესთან დაკავშირებით ვაზიანის პოლიგონზე სპეციალური ტურნირი გაიმართა.

შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 50 სერჟანტი ერთმანეთს ზოგად სამხედრო ტესტში, 400 მეტრზე სიმძიმეებით სირბილსა და 5 კილომეტრიან მარშ-ნახტომში შეეჯიბრნენ. მარშ-ნახტომის დროს სამხედროებმა სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებები გადალახეს და საბრძოლო სროლებშიც მიიღეს მონაწილეობა.

მოგვიანებით, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სერჟანტებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და ტურნირში მონაწილე სამხედროებს სერთიფიკატები გადასცა.

შეჯიბრში გამარჯვებულმა I ქვეითი ბრიგადის სერჟანტებმა გარდამავალი თასი მიიღეს. მეორე ადგილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა გახდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics