00:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 11:10:58, 769 ნახვა

სამხედრო
26 მაისისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული.

ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში 19, 20  მაისს რეპეტიციები ჩატარდა. ღონისძიებებისათვის მზადების ფარგლებში, 19 მაისს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 1-მა  ერთეულმა „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენმა თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენა განახორციელა.  20 მაისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენმა და L-39 ტიპის თვითმფრინავმა „ალბატროსი“ თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით გლდანის რაიონის მიმართულებით საკოორდინაციო შემოფრენა შეასრულეს. 25 მაისს გენერალური რეპეტიცია ავიაციის მონაწილეობით 12:45 საათიდან 14:30 საათამდე იგეგმება.

3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი, 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ და 3 ერთეული SU-25 ტიპის თვითმფრინავი „მიმინო“ დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცის მიღების ცერემონიალთან დაკავშირებით, ასევე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია რეპეტიციები.

23 მაისს 06:00 საათზე გადაიკეტა თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. რეპეტიცია დაახლოებით 12:00 საათამდე გაგრძელდა. 25 მაისს გენერალური რეპეტიცია 11:00 საათიდან, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე იგეგმება. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics