09:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 11:34:58, 1124 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი თურქეთს სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა სომხეთის გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც თურქეთს მოუწოდებს, სომხების გენოციდი აღიაროს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სომხეთმა და თურქეთმა დიპლომატიური კავშირები უნდა აღადგინონ, გახსნან საზღვარი და ეკონომიკური ინტეგრაციის გზას დაადგნენ.

გენოციდის 100 წლის თავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი თურქეთის მხარეს მოუწოდებს ოსმალების მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიაროს.

ოსმალეთის იმპერიის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში სომხების გენოციდის შესახებ რომის პაპმაც ისაუბრა და მას მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა.

თურქულმა მხარემ რომის პაპს თურქეთის წინააღმდეგ შეთახმებაში მონაწილეობაში დასდო ბრალი და პროტესტის ნიშნად ოფიციალურმა ანკარამ ვატიკანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics