16:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 10:49:45, 1046 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: გვჯერა, მალე გავიგებთ, თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, სად არის ჭეშმარიტება

გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ინციდენტს არ ჩავთვლით, საქართველოში უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემოა. 

„ყველა მივესალმებით თითოეული იმ სამართალდამცველის აქტიურ საქმიანობას. ის, რომ ამ საქმის გახსნა რეალურად მოხდა. ამ საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა. გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება. თუ ამ ინციდენტს არ ჩავთვლით გავიარეთ უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. მჯერა დღევანდელი დღეც იქნება მშვიდი“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics