|
2016-04-02 18:56:18, 828 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონი შრომის ბაზრის ერთიან სისტემაში ჩაერთვება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება. შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩანადირი, აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თინეიშვილი და დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე დაესწრებიან. დოკუმენტის თანახმად, მხარეები სახელმწიფოს წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ერთობლივად დაძლევაზე, თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე იზრუნებენ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემასა (LMIS) და საერთაშორისო ქსელში ჩართვას, Worknet.Ge-სა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზას შორის კავშირსა და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს. ოთხმხრივი მემორანდუმი აჭარის დასაქმების სააგენტოს საშუალებას მისცემს, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კომპლექსური მომსახურება შესთავაზოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სტატისტიკის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობაში ჩაერთოს. მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის პოლიტიკაში ინტეგრაციას.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)