|
2022-06-16 13:04:09, 2325 ნახვა
კომენტარი
გია ცაგარეიშვილი - თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში, აკეთებს არახამია,
იშვიათობაა, ადამიანი ასე მტრობდეს თავის ისტორიულ სამშობლოს, როგორც არახამია მტრობს საქართველოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში, პირველ რიგში აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი - განაცხადა უმრავლეობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. ცაგარეიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს ადამიანი და მისი კოლეგები უკრაინის მთავრობიდან მუდმივად ავრცელებენ სიყალბეს მისივე თქმით, ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თავს არიდებს სანქციებს და ცივლიზებული სამყაროს ზურგს უკან თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან და მის მთავრობასთან. „ახლა, როცა ფაქტიურად ევროკავშირის კარიბჭესთან ვდგავართ, ტომით ქართველი ადამიანი პირდაპირ, სიძულვილით სავსე ბრალდებებს აფრქვევს, მტკიცებულებების გარეშე, მტრობს თავის ისტორიულ სამშობლოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში პირველ რიგში აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი, როცა შეუქცევადად უნდა დავადგეთ გზას ევროკავშირისკენ, ევროატლანტიკური ღირებულებისკენ. ამ ისტორიულ მომენტში, ფაქტიურად დღეს, იმიტომ რომ ხვალ იკრიბება კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამგვარი სიცრუის, სიყალბის გავრცელება არის მტრობა, სიძულვილი, ქვეყნების ურთიერთწაკიდება. ყველა ამგვარ ბრალდებაზე იქნება შესაბამისი პასუხი“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)