11:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 19:21:09, 1566 ნახვა

სპორტი
თამარ კორძაია დავით ცინარიძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს

"ქართული ოცნების" დეპუტატი, თამარ კორძაია, დავით ცინარიძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს.

როგორც კორძაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, გასარკვევია რეალურად ურეკავდა თუ არა მოქალაქე   საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დავით ცინარიძეს.
"დავით ცინარიძე არის მაღალი თანამდებობის პირი და ის ვალდებულია, განმარტება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რეალურად მას ურეკავს ეს ქალბატონი თუ არა. თუ ეს ინფორმაცია არ გაქარწყლდა, მაშინ სათანადო პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს," - აცხადებს თამარ კორძაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics