09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 12:13:28, 18738 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ფეხმძიმე ქალს 14 დღიანი ვადა ამოეწურა და მისი ანალიზები ლურარში განმეორებით ტესტირებაზე გაიგზავნება, რომლის პასუხიც დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„პაციენტი, რომელიც არის 42 წლის და ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტია, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14-ე დღე, 24 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. მეორე, 8 კვირის ორსულის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. რაც შეეხება ბიჭუნას მდგომარეობას, მასთან არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია. ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი.

სულ გვყავს 27 პნევმონიის მქონე პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და მკურნალობენ ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics