09:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 14:41:37, 3771 ნახვა

კულტურა
ანსამბლმა „ოდოია“-მ პარიზში საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით 5 აპრილს პარიზში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა.

კონცერტის ინიციატორები საფრანგეთის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარის არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი და ასოციაცია " თამარიონი"იყვნენ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე საქართველოდან ჩამოსულმა სხვსდასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო კულტურის ცენტრ ,,ოდიშთან’’არსებულმა ვაჟთა ანსამბლმა ,,ოდოიამ’’, რომელმაც დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

კონცერტზე ანსაბლმა „ოდოიამ“ სიმღერის „მე დავბრუნდები“ პრეზენტაცია გამართა. სიმღერის შესრულებამ განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია მსმენელებში. ემიგრანტებისთვის პეზენტაცია სევდისა დაცრემლების მომგვღელი აღმოჩნდა.სიმღერა არქიმანდრიტ ანტონის ლოცვა კურთხევით შეიქმნა.სიმღერა საგანგებოდ საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის დაიწერა.სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორია მაია ჩიტაია.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად საქართველოში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics