18:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 01:21:30, 7294 ნახვა

ომი უკრაინაში
გახარია: კომპანიები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად ვალდებულებას არ შეასრულებენ, სახელმწიფო მმართველობაში გადავლენ

თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებას, რომლებსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, მათ ხელმძღვანელებს ჯერ ჯარიმა, შემდგომ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics