14:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 17:31:21, 6173 ნახვა

Lifestyle
ინსაიდერი:დედოფალმა მეგან მარკლთან ურთიერთობა ქორწილამდე გააფუჭა

გაეთიანებული სამეფოს დედოფალმა ელიზაბედ მეორემ უმცროსი შვილიშვილის საცოლესთან ურთიერთობა საქორწინო ცერემონიამდე როგორც მინიმუმ 2 კვირით ადრე გააფუჭა. ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როცა მარკლი საკუთარი ქორწილისთვის მთელი ძალებით ემზადებოდა.
მეგანს , როგორც მომავალ პრინცესას უფლება ჰქონდა საკუთარი კაბა ტიარით დაემშვენებინა, რაც დედოფლის ყურადღება მიიქცია.

ელიზაბედ მეორემ იმ მოზრდილი ტიარის , რომელიც მარკლმა აირჩია გამოყენებაზე მტკიცე უარი განაცხადა, და უთხრა მეგანს, რომ  მისი ბრილიანის ქვებით დამშვენებულ ტიარას ათხოვებდა. რა მოხდა შემდეგ ორ ქალბატონს შორის უცნობია, მაგრამ მარკლი საქორწინო ცერემონიაზე სწორედ იმ ტიარით გამოჩნდა, რომელსაც დედოფალი ურჩევდა.
არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ელიზაბედ მეორეს რუსული ზურმუხტით მოჭედილი სამკაულის გამოჩენა  პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ სურდა. 
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლის და პრინც ჰარის ქორწილი 2018 წელს გაიმართა, ხოლო დღესდღეობით ახალი ოჯახი დიდ სამეფო კარს ტოვებს და საცხოვრებლად კანადაში გადადის.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics