18:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 11:34:53, 672 ნახვა

რეგიონი
ონის იუსტიციის სახლში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამები ონის იუსტიციის სახლშიც დაიწყო. 

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ორი დღის განმავლობაში,  ადგილობრივი 4 სკოლის 40 მოსწავლეს  ახალგაზრდული პროგრამები გააცნეს და სამომავლო გეგმები დასახეს. 

შეხვედრას მოსწავლეების გარდა სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით პირადად ჩართულიყვნენ პრეზენტაციის პროცესში. პირველი ტრენინგი კი მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას დაეთმო. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის, „სამართლის საზაფხულო სკოლის“ მონაწილე დავით გამხარაშვილი დაესწრო, რომელმაც თანატოლებს ცენტრის მუშაობისა და პროექტების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გააცნო.

ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს, ამიერიდან, შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრონ საჯარო ლექციებს.  თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება-დისკუსია და სხვა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები უკვე 17 ქალაქის იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. მათი მიზანია 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics