14:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 13:21:36, 701 ნახვა

რეგიონი
ბათუმი მე-8 საერთაშორისო გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს

8-10  ივნისს ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE)  „გარემო ევროპისათვის" რიგით მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში 56 ქვეყნიდან დაახლოებით 600-მდე დელეგატი ჩამოვიდა, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე მუშაობენ. მინისტერიალის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში" და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის". ამასთან, კონფერენციის ფარგლებში,  მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის".

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სიტყვით მიმართეს.

,,ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ,,გარემო ევროპისათვის" სწორედ ჩვენს ქალაქში იმართება. ჩვენი ქალაქი ბოლო წლებია პოპულარულ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად სართაშორისო კულტურული, სპორტული თუ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ადგილად იქცა. მჯერა, რომ მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება წარმატებით ჩატარდება და ბათუმი მომავალშიც დარჩება მსგავსი ღონისძიებების ღირსეული მასპინძელი", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის" წარმოადგენს  გაეროსთან არსებული  ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონში მდებარე წევრი-სახელმწიფოების უნიკალურ პარტნიორობას. პირველად "გარემო ევროპისთვის" მინისტერიალი 1991 წელს,  ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის  სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა  შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).

კონფერენცია -  „ბათუმი 2016" სასტუმრო „შერატონ ბათუმში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics