11:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 10:55:04, 991 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად  განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევები: 1986 წელს დაბადებული გ.მ. და   1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

დანაშაულები  9   წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა,  ქობულეთში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს  - 2010  წელს დაბადებულ ვ.ს.-ს   ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად  გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან  გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად,  ვ. ს.-მ  ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე, ამასთან, გ.მ. - მ არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი  სამედიცინო  დახმარება გაეწია.
პოლიციამ  ორივე მათგანი  ბრალდებულის სახით დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა და  179-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics