|
2025-09-12 09:00:44, 1894 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს, გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს
უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა. კობახიძემ პროპაგანდისტის კითხვას უპასუხა შეკითხვას, თუ რა როლი ექნება არჩევნებს იმ პროცესის დასრულებაში, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და სადაც ოპოზიცია ცდილობს შექმნას ტურბულენტობის ზონა, რომ შემდეგ გარე აქტორები მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ არის არასტაბილურობა, ხალხის პროტესტი და ა.შ. „სანამ ბოლომდე არ დასრულდება ის ბრძოლა, რომელიც უპირისპირდება საქართველოში უცხოური აგენტების გავლენების ბოლომდე აღმოფხვრას, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები სულ იქნება. ჩვენ ვიბრძვით. გამჭვირვალობის კანონი - რატომ ჰქონდათ ამხელა ისტერიკა ამ კანონთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ გაუმჭვირვალობა იყო რევოლუციის მარტივად მოწყობის მთავარი ინსტრუმენტი. როგორც კრაზანების ბუდეს შეეხები, ასე გამოვარდნენ პირდაპირ ეს უცხოელი აგენტები. ამხელა ისტერიკა იყო, როგორ ტყუილებს ლაპარაკობდა მაშინდელი ამერიკის ელჩი. გახსოვთ ყველას კელი დეგნანი, ათასი სიცრუე, სამარცხვინო პროპაგანდა, ნული დისკუსია. დისკუსია არც დაუშვეს, არავითარი დისკუსია. ერთადერთი რაც აინტერესებდათ, ეს იყო ბუნდოვანება, გაუმჭირვალობა, იმისათვის, რომ გაუმჭვირვალედ მოეწყოთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია და დაპირისპირებოდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს ყველაფერი არის დასამთავრებელი - უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები. ესეც უნდა დამთავრდეს, რასაც ვხედავთ, რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს, ეს დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს არის მთავარი ინტერესი, მშვიდობა, სიმშვიდე, განვითარება. რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ფსევდოლიბერალების სახით, მათ აქვთ ზუსტად საპირისპირო, არა სურვილი და მიზანი, არამედ დაკვეთა, დავალება, რომ დაარღვიონ ოდნავ მაინც, თუნდაც ოდნავ, მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, არ მისცენ სრულფასოვნად განვითარების საშუალება ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამის მიმართ ვერ ვიქნებით ჩვენ ლოიალურები", - განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)