15:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 11:54:11, 883 ნახვა

რეგიონი
თეა წულუკიანი სოფელ დიდ ჯიხაიშში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

სოფელ დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას, გასული წლის ივნისიდან, ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი" აწარმოებდა. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 393 562 ლარია გამოყოფილი. ცენტრის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics