14:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 23:51:57, 3407 ნახვა

კომენტარი
კობახიძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები

პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი, ამ განცხადებაში, და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადების გამოქვეყნებით პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "გასვარეს", რაც თავის მხრივ შემაშფოთებელია.

"მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. მე პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი, ამ განცხადებაში, და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. მე ასე ვიტყოდი. კორუფციაში ფული არ იგულისხმება, როგორც მოგეხსენებათ მარტო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, ხო. მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომლებიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს", - განაცხდა კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics